24 ნოემბერი 2017,   03:50
ვრცლად
ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის ტყეში ნაპოვნი დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია 

ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის ტყეში, მწყემსების მიერ ნაპოვნი დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით პირის ღრუში ჰქონდა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა ქურდული გარჩევის შემდეგ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები