24 ნოემბერი 2017,   03:55
ვრცლად
ქუთაისში ერთ-ერთ მაღაზიას კამაზის ტიპის მანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი

ქუთაისში ერთ-ერთ მაღაზიას კამაზის ტიპის მანქანა შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე დაღმართზე მომავალ სატვირთო მანქანას, სავარაუდოდ, მუხრუჭებმა უმტყუნა და ის მაღაზიას შეეჯახა.

მაღაზიაში მყოფი ორი ქალბატონი დაშავდა და ამჟამად ისინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

დღის ამბები