24 ნოემბერი 2017,   03:50
ვრცლად
არაბეთის გაერთიანებული საემიროები კატარის ვებ-გვერდებზე ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

არაბეთის გაერთიანებული საემიროები კატარის ვებ-გვერდებზე ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. სწორედ ამ კიბერშეტევას მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი კატარსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. ოფიციალური დოჰა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს და 8 ქვეყანამ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. The Washington Post-მა კი ინფორმაცია გაავრცელა, რომ კატარის ვებ გვერდებზე კიბერთავდასხმასაემიროების მიერ იყო ორგანიზებული, რაც ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა კატეგორიულად უარყო. ჰაკერული შეტევის შედეგად საიტებზე კატარის ემირის განცხადებები გამოქვეყნდა, სადაც ის ირანსა და ჰამასს აქებდა. თუმცა თავად ემირი ამ პუბლიკაციებს სიყალბეს უწოდებს.

დღის ამბები