29 ივლისი 2017,   15:37
ვრცლად
კინოკომპანია The Walt Disney-იმ კინომოყვარულებს 2019 წლამდე დაგეგმილი პრემიერების სრული ჩამონათვალი წარუდგინა

კინოკომპანია The Walt Disney-იმ ერთგულ მაყურებელს ახალ ნამუშევრებს აცნობს. კომპანიამ, კინომოყვარულებს 2019 წლამდე დაგეგმილი პრემიერების სრული ჩამონათვალი წარუდგინა.

The Walt Disney-ის გუნდმა ყველასთვის საყვარელი ისტორიის „ალადინის“ დიდ ეკრანებზე დაბრუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. ანაჰეიმში მიმდინარე Disney-ის ყრილობაზე კომპანიამ იმ მსახიობების ვინაობაც გაამხილა, ვინც სრულმეტრაჟიან სურათში მთავარ პერსონაჟებს შექმნის. ითქვა, რომ სურათი დიდ ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.

„ვარსკვლავური ომების“ ახალ ეპიზოდის მსოფლიო პრემიერა 15 დეკემბერსაა დაგეგმილი, ოთხ თვეში კი დიდ ეკრანებზე Disney-ის კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი გამოვა. ბზარი დროში - ასე წოდება სათავგადასავლო სურათს, რომელსაც კინოკომპანია მადლენ ლენგლის ცნობილი ნოველის მიხედვით იღებს.

მომდევნო ორი წლის ანონსს The Walt Disney ერთგულ მაყურებელს ანაჰეიმში აცნობს.

დღის ამბები