21 სექტემბერი 2017,   08:58
ვრცლად
"ბზარი დროში" - Disney-ის სამყარო ახალი ფილმის პრემიერისთვის ემზადება

Disney-ის სამყარო ახალი ფილმის პრემიერისთვის ემზადება. "ბზარი დროში" - ასე ეწოდება სათავგადასავლო სურათს, რომელსაც კინოკომპანია მადლენ ლენგლის ცნობილი ნოველის მიხედვით იღებს. ფილმის ტრეილერის პრემიერა Disney-ის ფანების ყრილობაზე გაიმართა.

სიუჟეტი მოზარდი გოგონას ისტორიას გვიამბობს, რომელიც მეგობრებთან ერთად სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს გაუჩინარებული მამის მოსაძებნად მიემგზავრება. ფილმის განმავლობაში მეგობრები დროში იმოგზაურებენ და ამოუცნობ სამყაროში აღმოჩნდებიან. ახალ სურათზე რეჟისორი ავა დუვერნეი მუშაობს, რომელსაც მაყურებელი ფილმებით "სელმა" და "ცამეტით" იცნობს. მთავარ როლებს ფილმში ოპრა უინფრი, რიზ უიზერსპუნი და მინდიკალინგი ასრულებენ. ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის მარტში გამოვა.

დღის ამბები