02 ივლისი 2020,   16:57
ვრცლად
ენმ-მ და "ევროპულმა საქართველომ" ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ცდილობდა და ამ მიზნით მუშაობა მიმდინარეობდა ემზარ კვიციანსა და ადა მარშანიასთან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

""ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" უარი თქვენს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მანამდე ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ კი ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია. ორივე პარტია მუშაობდა. მეტ დეტალებში აღარ შევალ, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ემზარ კვიციანს ენმ-სთან თანამშრომლობის, ამის შესახებ დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია საკუთარ ნათქვამზე:

"ეს ინტერესი შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა, საზოგადოებას აინტერესებს რის საფუძველზე შეთანხმდნენ? არ აინტერესებს. მე პასუხს ვაგებ იმ სიტყვებზე, რომელიც წარმოვთქვი. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები