02 ივლისი 2020,   16:37
ვრცლად
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

პანდემიის მიუხედავად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჰიგიენური ნორმების დაცვით ჩატარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მოიპოვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დუდამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 43.5% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი - 30.46%.

პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 ივლისს, მეორე ტურში, დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები