05 ივლისი 2020,   04:28
ვრცლად
ისრაელში პრემიერის გეგმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ნაპირის ანექსირება უნდა დაიწყოს

"არა - ანექსიას, არა ოკუპაციას, კი - მშვიდობასა და დემოკრატიას“ - ისრაელის ქუჩებში ამ წარწერებით ბანერები გამოჩნდა.

მემარცხენე მომიტინგეები აპროტესტებენ ქვეყნის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას, რომლის თანახმადაც, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირება უნდა დაიწყოს, აქტივისტთა ნაწილს ხელში პალესტინის დროშაც ეჭირა.

ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ ანექსირებული იქნება ყველა ტერიტორია, სადაც ისრაელის ახალშენებია განთავსებული, ასევე, იორდანეს ველი, რომელსაც ისრაელი 1967 წლის ომის შემდეგ აკონტროლებს.

აღნიშნულ ტერიტორიას პალესტინელები თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებში განიხილავენ. პალესტინაში აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები რუკა 1967 წლის ომამდე არსებულ ვითარებას უნდა ასახავდეს, პალესტინის დედაქალაქი კი იერუსალიმი უნდა იყოს.

დღის ამბები