02 ივლისი 2020,   17:33
ვრცლად
რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა პანდემიის დროს მთავრობის დახმარებით ვერ ისარგებლეს

რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა პანდემიის დროს მთავრობის დახმარებით ვერ ისარგებლეს. საუბარია კომუნალური ხარჯების დაფარვაზე.

მიზეზი ის არის, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდათ და შესაბამისად, ელექტროენერგიას გაცილებით მეტს მოიხმარდნენ.

მოძრაობა "ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა აღნიშნული მოქალაქეების განცხადებები ჩაიბარა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაეგზავნება.

"ახალი საქართველოს" სოციალურ სამსახურს მომართა არაერთმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, რომლებმაც ვერ ისარგებლეს მთავრობის კომუნალური შეღავათით, იმიტომ, რომ მაგალითად, საერთოდ არ აქვთ ბუნებრივი აირი და შესაბამისად, გადახარჯვა ჰქონდათ ელექტროენერგიაზე. ასევე, არიან ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები და ერთ მრიცხველზეა მიერთებული რამდენიმე ოჯახი. შესაბამისად, ესეთი ადამიანების ხმა არ იქნა გათვალისწინებული, არადა მათ ნამდვილად სჭირდებათ ეს კომუნალური შეღავათი," - განაცხადა "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

დღის ამბები