02 ივლისი 2020,   16:09
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებს აპროტესტებს

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებს აპროტესტებს.

ორგანიზაციის წევრების თქმით, კულტურულ ძეგლზე კარი გამოჭრეს, რითაც სივრცითი არეალი დაირღვა.

"ეს არის პოპულარული ლოკაცია ტურისტებისთვის და "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ამ შენობასთან ფარდული გამოჭრას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გაიცა ნებართვა, მერიამ კი განაცხადა, რომ მათ არ ეხებათ. უკვე მივეჩვიეთ, რომ მერიას არაფერი ეხება. მათ მხოლოდ კორუფცია და ახლობლების დასაქმება ეხებათ. გუშინ გიორგი გახარია აქ ხვდებოდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და არწმუნებდა, რომ მათ ხელშეწყობას ახდენდა, რეალურად კი ასე ექცევიან ქუთაისს," - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ფაქტთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ დროისთვის საუბარი უჭირთ.

დღის ამბები