05 ივლისი 2020,   06:24
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული 30 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსზე 30 ახალი ტესტი ჩატარდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ვირუსი მათგან არცერთ პირს არ დაუდასტურდა. ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკურნალობის კურსს 7 პაციენტი გადის.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში "კოვიდ-19-ის" 35 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები