05 ივლისი 2020,   06:10
ვრცლად
ადამიანებს, რომლებიც ციხეში მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკული საშუალებების გამო სხედან, სასჯელის გადახედვის უფლება ექნებათ - საია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის არასაკმარისი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდა, პატიმრობა აღარ შეეფარდება. სასამართლომ "თეთრი ხმაურის მოძრაობისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ახლა უნდა დადგინდეს ზუსტად რა ოდენობაა არასაკმარისი, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში ინდივიდუალურად.

"საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ეს ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არათუ ვეღარ დასჯის ადამიანს ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად სხედან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ სასჯელით, მათ აქვთ თავიანთი განაჩენების გადასინჯვის შესაძლებლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში,"- განაცხადა საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

დღის ამბები