05 ივლისი 2020,   05:10
ვრცლად
გაჩნდება თუ არა ნინოწმინდაში ახალი კლასტერი - ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრების ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ნინოწმინდაში ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრების ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. ოჯახის ოთხი წევრი ახალციხის საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილები. მათ ბიოლოგიური მასალა გუშინ აუღეს.

44 წლის ინფიცირებულ მამაკაცს რომელსაც 100-მდე კონტაქტი უფიქსირდება, მოგზაურობის ისტორია აქვს, ის საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა. ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა თანასოფლელებთან, იმყოფებოდა ორ გასვენებაში.

სოფელ ყაურმის მცხოვრები, რომელმაც 14 დღე კარანტინში გაატარა, სახლში გაშვებიდან ორი დღის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩაიკეტება, თუ არა ნინოწმინდა - ეს დამოკიდებული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციასა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე.

"ხალხი ამბობდა, რომ მამაკაცი ჯანმრთელი იყო, ის 14 დღე იყო კარანტინში რის შემდეგაც სახლში გაუშვეს ორი დღით. ორი დღის შემდეგ კი ისევ დააბრუნეს საავადმყოფოში, როგორც ჩანს ექიმებს შეეშალათ,"- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

"თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, არ მესმის, რატომ გამოუშვეს. რატომ შეეშალათ ექიმებს? ის იმყოფებოდა სახლში, რის შემდეგაც დააბრუნეს ისევ საავადმყოფოში,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები