05 ივლისი 2020,   05:03
ვრცლად
ხანძარი ისანში - დამწვარია ხის სახელოსნო

გვიან ღამით ისნის რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ხის ფარდული, რომელშიც განთავსებული იყო ერთ-ერთი ოჯახის სახელოსნო-სათავსო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ხანძრის დროს ფართის მეპატრონეს ეძინა და ის მეზობლებმა გააღვიძეს, რის შემდეგაც ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაარიდეს.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, მათ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შესაძლოა, გაუმართავ ელექტროგაყვანილობას გამოეწვია. 

დღის ამბები