05 ივლისი 2020,   04:57
ვრცლად
ექსპერტს, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული.

მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დღის ამბები