05 ივლისი 2020,   04:54
ვრცლად
ავტობანის მშენებელი კომპანია "აკორდის" თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

ავტობანის მშენებელი კომპანია "აკორდის" თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის აღებას მოითხოვენ. კომპანიაში დასაქმებულების თქმით, პანდემიის პირობებში ცუდ ამინდებში  მუშაობდნენ და სამი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ.

ისინი ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას. დასაქმებულები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

კომპანია "აკორდის" წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ნამდვილად მუშაობენ თუ არა მათთან, მათ უნდა წარმოადგინონ ხელშეკრულებები. კომპანიის ინფორმაციით, ხელფასის გაცემაზე პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

დღის ამბები