05 ივლისი 2020,   04:13
ვრცლად
ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მოსამართლეთა არჩევის პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. კანონპროექტი მოსამართლეთა არჩევის პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს. ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებები, რომელიც არსებულ პრაქტიკას თავიდან ბოლომდე შეცვლის, პროცდურებს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

"დღეს ინიცირებულ კანონპროექტში იცვლება შემდეგი წესი - პირველი, იუსტიციის საბჭოს ექნება ვალდებულება, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ეს არის ფორმალური პირობებები და ყველა ასეთი დასაბუთებული გასაწყვეტილებით და კენჭისყრით წარუდგინოს პარლამენტს.

მეორე - გათვალისწინებულია მოთხოვნა, რომ უნდა იყოს გადაწყვეტილება დასაბუთებული. მესამე, რომ უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები