05 ივლისი 2020,   06:00
ვრცლად
"ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია "ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

"ნოვას" წარმოების საფუძვლების გამყარებაში დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" - 2017 წელს 7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება – აღჭურვისთვის კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების გასავითარებლად 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით განახორციელა.

კომპანიის საწარმოებში, საგამოფენო დარბაზებსა და სასაწყობო მეურნეობებში ამჟამად 430 ადამიანია დასაქმებული, უშუალოდ თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კი 120 ადამიანი მუშაობს.

"ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები", - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია "ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ "ნოვას" დიდი სავაჭრო ცენტრში, დიდწილად, წარმოდგენილია მათივე, საკუთარი წარმოების და ასევე, ზოგადად ქართული წარმოების საშენი მასალები, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარია.

დღის ამბები