05 ივლისი 2020,   05:16
ვრცლად
მეუფე იაკობს თავისი სიბინძურის გადაფარვა უნდა, მას ვიღაცები დაჭერილი ჰყავს კომპრომატებით - ანდრია სარია

მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრი მამა ანდრია სარია გამოეხმაურა.

მამა ანდრია სარიას თქმით, მეუფე იაკობს სურვილი აქვს, რომ ბოლო დროს მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულები გადაიფაროს და სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მეუფე პეტრესა და მისი გარემოცვის წევრებს. ანდრია სარია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებას სინოდში იღებს  ილია მეორე, სინოდის გარეთ კი შორენა თეთრუაშვილი.

ანდრია სარიას თქმით, უნდა მოხდეს მეუფე იაკობის განყენება, თუმცა რადგან ბოდბელ ეპისკოპოსს სინოდის წევრების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს, სინოდი მეუფე იაკობის წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს:

"მეუფე იაკობს თავისი სიბინძურის გადაფარვა უნდა ამ საკითხებით. მეუფე იაკობი უნდა განიკვეთოს, ის არ არის ღირსი სამღვდელმთავრო პატივისა. რეალურად, მეუფე იაკობი თავის უზნეობას ვერ გადაფარავს, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ის არის მიუღებელი მღვდელმთავარი. მეუფე იაკობმა თქვა პირდაპირ, რომ მას აქვს კომპრომატები და თუ პირს დააღებს ცუდი ამბავი ელოდებათ. მეუფე იაკობის დასჯაზე ზედმეტია საუბარი, ისინი ვერც იოცნებებენ ამ მოცემულობისთვის, იმიტომ რომ მეუფე იაკობს ვიღაცები დაჭერილი ჰყავს კომპრომატებით.

რეალურად, მეუფე პეტრეს საკითხი კი არ გააცოცხლეს, თავიანთი თავის გადარჩენას ცდილობენ," - აცხადებს მამა ანდრია სარია.

დღის ამბები