05 ივლისი 2020,   05:43
ვრცლად
დღეიდან გაიხსნა ღია ტიპის კაფე-ბარები, სარესტორნო ინდუსტრია კი რეკომენდაციების დაცვით 8 ივნისიდან სრულად ამუშავდება

სარესტორნო ინდუსტრია სრულად ზუსტად ერთ კვირაში, 8 ივნისიდან, ამუშავდება, იქამდე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია ტიპის რესტორნებსა და ბარებს მუშაობის უფლება უკვე აქვთ. თუმცა სავალდებულოა, რომ მომავალში რისკებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, 2 მაგიდას შორის დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, სკამების ზურგებს შორის არ შეიძლება მეტრზე ნაკლები დისტანცია, ხოლო 1 მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის განთავსება აკრძალულია.

"მზად ვართ ყველანაირად, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ექვსივე ფილიალი. დაცული გვაქვს ყველა ის ნორმა, რაც რეკომენდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ხვალიდან დავიწყებთ ჩვენს ფილიალში მიტანის სერვისსაც, დანარჩენ ფილიალებში გვაქვს მიტანის სერვისი, იქაც ყველანაირი ნორმა დაცულია," - განაცხადა "პიცა დი რომას" ერთ-ერთმა მენეჯერმა ნათია ფეხშველაშვილმა.

KFC-ის რესტორნების ქსელის ქავთარაძის ქსელის გენერალური მენეჯერი გიორგი აფციაური ამბობს, რომ 8 ივნისიდან უკვე მომხმარებლების სრულ მომსახურებას დაიწყებენ, რაც სტუმრების დარბაზში განთავსებას გულისხმობს.

"ჩვენი ექვსივე ფილიალი მომხმარებელს შესთავაზებს წასაღებ სერვისს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს ადგილზე, შეუკვეთოს და წაიღოს ეს პროექტი. 8 ივნისიდან კი ჩვენი რესტორანი გააგრძელებს სრულ მომსახურებას, რაც ასევე სტუმრების დარბაზში განთავსებას გულისხმობს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით," - აცხადებს KFC-ის რესტორნების ქსელის გენერალური მენეჯერი გიორგი აფციაური.

მოქალაქეების თქმით, დაკეტილი კაფე-ბარები და რესტორნები დიდ დისკომფორტს უქმნიდნენ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხარულები არიან.

დღის ამბები