05 ივლისი 2020,   05:19
ვრცლად
200 ლარიანი დახმარება ამ ეტაპზე 72 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მონაცემების დამუშავება გრძელდება - ეკატერინე ტიკარაძე

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 200 ლარიანი დახმარება 72 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო.

"72 000-ზე მეტ მოაქალაქეზე გავეცით 200 ლარიანი დახმარება. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მოგვმართეს, მათი ჯამური რაოდენობა 50 000-ზე მეტია და ჯამური თანხა, რომლითაც მათ დავეხმარეთ, 15 მილიონ ლარს შეადგენს. მონაცემების დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს და მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არიან თვითდასაქმებულები, მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

დღის ამბები