05 ივლისი 2020,   05:11
ვრცლად
კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება - ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს სტაბილურად არის

კახეთის რეგიონში კოვიდინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა.

დედოფლისწყაროელ მძღოლთან მყოფი 10 პირის კვლევა კორონავირუსზე უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლის ინფიცირება ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა.

"კონტაქტები ყველა უარყოფითია და შიდა გადაცემაც არ ფიქსირდება. ეს შემთხვევა არ ფიქსირდება კახეთის შემთხვევად, ეს არის ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა. დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. დღემდე დატესტილია ტრაილერის 24 მძღოლი და დღეს კიდევ ორი ნიმუში აიღეს ჩვენს ლაბორატორიაში,"- აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობს, საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა.  ბოლოს ის რუსეთში იმყოფებოდა. გზად მან აიყვანა მგზავრი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები