05 ივლისი 2020,   05:07
ვრცლად
ცოტა ხანს გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და გააგდებთ მერე - მეუფე იაკობი პეტრე ცაავას განცხადებაზე

როგორ აღსრულდება კონკრეტული სასულიერო პირების შემთხვევაში საეკლესიო სამართალი - მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა ამჯერადაც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს უკავშირდება. პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ ეკლესია სჯის ყველას, ვინც მისივე გარემოცვის წევრად მიიჩნევა. ამ ფონზე კი გავლენიანი ეპისკოპოსების უმრავლესობა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებში გარკვეულ, მათ შორის, პოლიტიკურ ჯგუფებსაც ხედავენ.

პეტრე ცაავას განცხადებას, რომ მისი საეკლესიო ცხოვრებიდან განკვეთა არის მორიგი შიშისა და პანიკის გამოვლინება მათ მიმართ, ვინც ღიად საუბრობს - უკვე გამოეხმაურა ბოდბელი მეუფე იაკობიც. სასულიერო პირი საუბრობს უტყუარ მტკიცებულებებზეც, რომლის გასაჯაროებაც, მისივე თქმით, ტყუილში ბევრს ამხელს. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მამა ათინოგენეც, რომელიც პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებდა და ამის გამო ღვთისმსახურების უფლება შეუჩერდა, პეტრე ცაავას წრიდანაა.

"რაღაც სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგით რა, რა ცაავა. სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას და გინდ მე და შეხედავთ, ვინ არის ვისი იარაღი. ის ათინოგენე პეტრეს გავლენაშია, ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც ეტყვის იმას აკეთებს. ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ თუ ასე გააგრძელეს, სათითაოდ ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. გინახივართ შეშინებული ან ერში და ან ახლა? ჩემი ეშინიათ. იმის წინა სინოდზე რომ შევდიოდი, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, რომ მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო, მე სამართლიანად მივიღე რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდნენ, ხომ ხედავთ იმას რა დაემართა, რა ფორმით გამოვიდა გარეთ. ცოტა ხანს გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და გააგდებთ მერე," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები