04 ივნისი 2020,   11:47
ვრცლად
კიევში პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის ოფისთან აფეთქება მოხდა

კიევში პრორუსული საპარლამენტო პარტიის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის ლიდერის ვიქტორ მედვედჩუკის ოფისთან აფეთქება მოხდა. ვიდეოს ტელეგრამ არხი Pavlovsky news ავრცელებს.

აფეთქების დროს ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ უკრაინის "ნაციონალური კორპუსის"  წარმომადგენლები. ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფეთქებამდე ისმოდა ყვირილიც. პოლიციამ 2 პირი დააკავა, დანარჩებმა პიროტექნიკა ადგილზე დაყარეს და გაიქცნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები