25 მაისი 2020,   22:00
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა კიდევ 14 პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 5-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 728-ს შეადგენს. განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა 14-ით და სულ ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მიმდინარე პერიოდში კორონავირუსზე სამედიცინო ცენტრებში 207 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები