04 ივნისი 2020,   12:00
ვრცლად
საქართველოში  საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედდა - აღარ იმოქმედებს.

23 მაისიდან საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. ამასთან, უქმდება სამკაციანი შეზღუდვა, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, რეკომენდაციაა ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

დღის ამბები