07 ივნისი 2020,   12:51
ვრცლად
რა სახის უკანონო სამუშაოები ჩაატარეს საოკუპაციო ძალებმა სოფელ მერეთში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული არ აკონკრეტებს

ოკუპანტების გამოჩენა სოფელ მერეთში - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალების გააქტიურების ფაქტი დაგმო. 

გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, დღეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები აღარ გამოჩენილან და შესაბამისად უკანონო სამუშაოები არ განუხორციელებიათ. 

ხოჯევანიშვილმა მედიასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზთან განხორციელებული სამუშოები არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსი ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში გამოჩნდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფ ხაზთან, უკანონო სამუშაოები ჩაატარეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები,  ბუჩქები გაჩეხეს და ტერიტორია მალევე დატოვეს.

ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურებს, თუმცა დეტალები არც სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ.

პაქტის შესახებ გუშინვე შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამსახურს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დღის ამბები