07 ივნისი 2020,   12:59
ვრცლად
სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში მათ კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ ეყოლებათ. ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ 18 ინფიცირებული პაციენტი რჩება:

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 18 კოვიდინფიცირებული. ბოლო 2 კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ველოდებით ყველას გამოჯანმრთელებას.  სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი არის რეანიმაციაში, მასთან ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ არის, ქრონიკული პათოლოგიები აქვს და ამიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენ კოვიდინფიცირებულებთან არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები