07 ივნისი 2020,   13:24
ვრცლად
პოლიციამ ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 41 წლის წარსულში ნასამართლევი პირი

შსს-მ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 41 წლის წარსულში ნასამართლევი პირი შ.ჯ

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები