29 მაისი 2020,   02:45
ვრცლად
ალბათ ვიღაცას არ აწყობს გიორგი ჭიღვარია პოსტზე - გიორგი ბოტკოველი

ოპოზიცია ქუთაისის ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას, გადადგომას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

ოპოზიციის შეფასებით, გიორგი ჭიღვარიას გათავისუფლების სურვილი დიდი ხანია არსებობდა მმართველ გუნდში.

"ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ჭიღვარიამ თვითონ დაწერა განცხადება და გადადგა თანამდებობიდან. დღეს ჭიღვარიას ხელში უნდა ეჭიროს დახმარების დიდი პაკეტები და ეხმარებოდეს ადამიანებს. მაგრამ ალბათ ვიღაცას არ აწყობს, მაჟორიტარებზე მორგებას აპირებს ხელისუფლება და ვინც გამიზნულია, რომ იყოს ქუთაისის მაჟორიტარი, მას არ აწყობს ჭიღვარია პოსტზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ თამაშად აფასებს.

დღის ამბები