01 ივნისი 2020,   20:59
ვრცლად
თუ კომპანიები პირობას დაარღვევენ და ფასებს გაზრდიან, მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები დაეკისრებათ - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რა სანქციები გატარდება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც პირობას არ შეასრულებენ და პროდუქტზე ფასს გაზრდიან. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირობები გაწერილია კონტრაქტით, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში კომპანია საკმაოდ დიდი ფინანსური სანქცია დაეკისრება. 

"ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ბიზნესებთან და აქ არის ძალიან მარტივი პირობა - კონტრაქტითაა განსაზღვრული, რომ ისინი მხოლოდ ამ პირობის შენარჩუნების შემდეგ იღებენ კომპენსაციას და პირობის დარღვევის შემთხვევაში, არის მნიშვნელოვანი ფინანსსური სანქციები, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები ჩვენს უწყებასთან ერთად კონკრეტულ მონიტორინგს გაუწევენ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის 15-მდე კომპანია ჩართული ამ პროექტში, რადგან მათ ამ სიტუაციის გადასააზრებლად გარკვეული დრო დასჭირდათ.

 

 

დღის ამბები