07 ივნისი 2020,   04:15
ვრცლად
უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქს კორონავირუსი არ ეკარება - ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ფენომენს იკვლევს

ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით უკრაინაში უჩვეულო ფენომენი დაფიქსირდა. ამ დროისთვის, კორონავირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული, მხოლოდ ნიკოლაევსკის ოლქია, სადაც ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვითარების გასარკვევად რეგიონში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.

"დღეს შეიქმნა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, რომელიც ნიკოლაევის ოლქში არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლის, ამასთანავე მზად არის ვირუსოლოგთა ჯგუფი, რათა აიხსნას არსებული უცნაური ფენომენი. ჯერ ჯერობით ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს, დიაგნოსტიკურ შეცდომასთან, სხვა არაფრით იხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ ფიქსირდება კოვიდ-19-ის შემთხვევები მაინდამაინც ნიკოლაევსკში,"- განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორ ლიაშკომ.

უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამასთან ერთად, აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრება. გამონაკლისი დაშვებულია ოჯახებისთვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს ქუჩაში უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გასვლა არ შეუძლიათ.

დღის ამბები