06 ივნისი 2020,   20:16
ვრცლად
პიკი იქნება 2-3 კვირაში, თუმცა ეს იქნება მდორე პიკი და არა აფეთქება - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების პიკი, დაახლოებით, 2-3 კვირაში დადგება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ეს პიკი არ იქნება აფეთქება და საქართველო საუკუნის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.

"პიკს მივაღწევთ 2-3 კვირის მერე, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამდენიმე ასეულით. შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

დღის ამბები