06 ივნისი 2020,   20:17
ვრცლად
COVID-19 -ის გავრცელების, ავადობის და გარდაცვალების მხრივ, საქართველოს ევროპის 53 ქვეყანას შორის 50-ე ადგილი უკავია

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს COVID-19-ის გავრცელებისა და გარდაცველების ფაქტების სიმცირის მხრივ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

"საქართველოს კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელების, ავადმყოფების და გარდაცვალების რაოდენობის  მხრივ ევროპის 53 ქვეყანაში უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა აქვს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ყავს ევროპის დანარჩენ ქვეყნებს,საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა, ცოტა ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიც არის ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი.

ჩვენზე მეტი ევროპის დანარჩენ 50 ქვეყანას. ლუქსემბურგს 2 ათასზე მეტი ავადმყოფი ყავს და სულ 300 ათასი მოსახლეა. ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე, ასეულ ათასობით და ათეულ ათასობით ითვლება უკვე ავადმყოფები და გარდაცვლილები. თუ ავიღებთ მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ არც კი ვიცით. ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფო, ტროპიკული სახელმწიფოები, რაღაც მცირე კუნძულები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით“" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში საქართველოს ამ მხრივ, 109-ე ადგილი უკავია.

დღის ამბები