03 ივნისი 2020,   22:02
ვრცლად
გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ქობულეთში - სოფელ დაგვაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მიზეზი გახდა ის 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ირკვევა დაინფიცირებული სტუმრად საკუთარ მშობლებთან იყო. ადგილზე გაატარა რამდენიმე დღე. ამ დროისთვის, პაციენტის დედ-მამა პნევმონიით საავადმყოფოშია მოთავსებული, მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება ასევე ერთ-ერთ მეზობელს.

"ეპიდკვლევას ვატარებთ ჯერჯერობით დასრულებული არაა. საკმაო სამუშაოა და დღის ბოლოსთვის იქნება ვრცელი ინფორმაცია ცნობილი. კონტაქტების იდენტიფიკაცია მიმდინარეობა ამ ეტაპზე,"- აცხადებს დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.

მეზობლების თქმით, როდესაც გაიგეს, რომ მათ სამეზობლოში რამდენიმე პირს ფილტვების ანთება ჰქონდა, კონტაქტი გარკვეულწილად ისედაც შეზღუდეს:

"გავიგეთ, რომ დედას და მამას დაუფიქსირდა ანთება. საავადმყოფოში ჰყავდათ წაყვანილი, მაგრამ რომ გამოუშვეს იქიდან, არაფერი არ არიო, კორონავირუსზე არც გვიფიქრია, მაგრამ გვერდით მეზობელია, კიდე იმის რძალს დაუფიქსირდა ფილტვების ანთება, ჩვენ ისედაც მოვერიდეთ, რომ გავიგეთ რომ სიცხე აქვთ და ფილტვების ანთება,"- აცხადებს მეზობელი.

 

დღის ამბები