07 ივნისი 2020,   09:49
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა 

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საბერძნეთიდა  სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა. საუბარია პირებზე, რომლებიც 7 აპრილის სპეციალურად დანიშნულ რეისზე ვერ მოხვდნენ.

მათი ნაწილი ამბობს, რომ სია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას წინასწარ შედგენილი ჰქონდა და ბილეთებიც მალევე გაიყიდა.

"საელჩო ამბობდა, რომ ბილეთები იქნება 10 საათიდან და ყურადღებით ვიყოთო. ერთხელაც ვერ შევედით საიტზე, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ბილეთებთან დაკავშირებით და ვერავინ ვერ იყიდა ბილეთი, საერთოდ ვერავინ ვერ იყიდა. ბილეთები გაიყიდა წინასწარ უფრო ძვირად. წინასწარ იყო სიები შედგენილი. ისეთ ადამიანებს მიყიდეს ბილეთები თან ძვირად, რომ მე არ მომყიდდნენ,“ - განაცხადა სოფია ბასილაია.

დღის ამბები