05 ივნისი 2020,   03:04
ვრცლად
"სუხიშვილების" ცეკვის აკადემია დისტანციურ სწავლებას იწყებს

"სუხიშვილების" ცეკვის აკადემია დისტანციურ სწავლებას იწყებს - ამის შესახებ ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ არის შესაძლებელი ონლაინ გაკვეთილებზე დარეგისტრირება.

ამასთან, ნინო სუხიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და იცეკვონ სუხიშვილებთან ერთად.

"ძალიან ბევრი კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე. ჩვენი პროფესია რთულია დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს, თუმცა ჩვენმა ცეკვის აკადემიამ გადაწყვიტა, გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, რომ არ იყოს წყვეტა სასწავლო კურსის. გავაგრძელებთ ჩვენ გაკვეთილებს. არა მხოლოდ ჩვენ მოსწავლეებს, არამედ ყველა მსურველს შეეძლება ჩაერთოს. ჩვენ საიტზე - Sukhishvili.tv დაემატება ახალი პორტალი, სადაც იქნება ცეკვის გაკვეთილების ვიდეობი განთავსებული ყველა კურსისთვის. გაკვეთილები ჩაწერილია, ახლა მიმდინარეობს დამატებით ჩაწერა, იმედი მაქვს რამდენიმე დღეში დავიწყებთ. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ მსურველებს.

ვისაც სურვილი ექნება, მოვუწოდებ დარჩნენ სახლში და იცეკვონ "სუხიშვილებთან" ერთად,"- აღნიშნა ნინო სუხიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები