06 ივნისი 2020,   07:26
ვრცლად
ეროვნული გამოცდები - ათასობით აბიტურიენტი მომზადებას მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს

3 თვე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე - ათასობით აბიტურიენტი მომზადებას ქვეყანაში გამოცხადებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს.

როგორც "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთი აბიტურიენტი, სალომე სულაბერიძე ამბობს, დისტანციური გაკვეთილები მისთვის მოსახერხებელია. თუმცა მისთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება მოხერხდეს  ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება და პარალელურად ყველა წესი იყოს დაცული.

"ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება ცოტა ვერ წარმომიდგენია. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა სამართლიანად და ყველა წესის დაცვით მოხდეს ეს ყველაფერი,“  - ამბობს სალომე სულაბერიძე.

ონლიან სწავლება მისაღებია თავად სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. 67-ე სკოლის დირექტორის მოადგილის იზა ჯგერანაიას თქმით, მოსწავლეები, როლებიც წელს სკოლას ამთავრებენ, ონალინ სწავლებაში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სემესტრი შედგება და არ ჩავარდება. ასევე ჩაშლა ან თარიღის გადადება არ ემუქრება ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

 

დღის ამბები