04 ივნისი 2020,   03:29
ვრცლად
ჰოსპიტალის დაინფიცირებული თანამშრომლების თქმით, ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ - ლალი ტურძელაძე

ზღვის ჰოსპიტალში დაინფიცირებულ მედდებს შეხება ჰქონდათ იმ პაციენტთან, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. თსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მედდებს იმ პაციენტთან ჰქონდათ შეხება, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.

"იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც იყო ინფიცირებული. გუშინ გარდაცვლილ პაციენტს ვგულისხმობ. თავად ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ, სადღაც რაღაც გაიპარა. რაც შეეხება გარდაცვლილის შვილიშვილის პასუხს, ჯერჯერობით მისი ტესტის პასუხი ცნობილი არ არის,"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დადებითი პასუხის შემდეგ ისინი მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან.

დღის ამბები