07 ივნისი 2020,   08:03
ვრცლად
ვირუსის ნიშნებით ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში ბოლო 24 საათში 26 პაციენტი შევიდა

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში გასულ 24 საათში 26 პაციენტი შევიდა. მოქალაქეები ცენტრში ვირუსის სიმპტომებით შევიდნენ.  ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა, 12 პაციენტი კი სხვადასხვა განყოფილებაში მკურნალობს.

ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ცენტრში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ანალიზი 13 პაციენტს გაუკეთდა და არცერთს არ დაუდასტურდა.

ქუთაისი ცხელების ცენტრი სამი დღის წინ ამოქმედდა და დაახლოებით 70 პაციენტს უკვე მოემსახურა.

დღის ამბები