07 ივნისი 2020,   07:51
ვრცლად
ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი ხელფასის 1/3 კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში ჩარიცხავს

ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი, ხელფასის 1/3 კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში ჩარიცხავს.

ამით მერია ხელისუფლების იმ ინიციატიავას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მთავრობის წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში რიცხავენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად ეს მმართველი გუნდის წვლილიც იქნება ვირუსთან საბრძოლველად.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის პროდუქტები დაახარისხეს, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს დაურიგდებათ.

დღის ამბები