07 ივნისი 2020,   07:40
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-სგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა, უახლოეს პერიოდში კიდევ 3-ის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს. ამის შესახებ დღეს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, კვლევა-მონიტორინგი კიდევ 3 პაციენტზე ტარდება და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავლში მათი გამოჯანმრთელებაც დადასტურდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი განიკურნა.

დღის ამბები