07 ივნისი 2020,   07:28
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევა - პაციენტი #156 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

საქართველოში დღეს დაფიქსირებული COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი ფაქტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. ეს კლინიკაში მეოთხე დადასტურებული შემთხვევაა. ახალგაზრდა მამაკაცი ვირუსის სიმპტომით კლინიკაში გუშინ შევიდა. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მკურნალობა უტარდება.

პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განმეორებითი ანალიზი გაუკეთდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი გაწერენ.

დღის ამბები