07 ივნისი 2020,   07:17
ვრცლად
COVID-19-ის 156 შემთხვევიდან 39 მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ქვეყანაში დადასტურებული COVID-19-ის 156 შემთხვევიდან 39 მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.  ეზუგბაიას თქმით, ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან მათ ცენტრს არავინ შემატებია.  თუმცა კლინიკაში შევიდნენ გერმანიიდან ჩამოსული პირები, რომელთაც გამოკვლევები უტარდებათ და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

კლინიკაში უკვე არსებული პაციენტებიდან საყურადღებოა 5 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკული, თუმცა მარინა ეზუგბაია იმედს გამოთქვამს რომ მდგომარეობის დასტაბილურება შესაძლებელი იქნება.

დღის ამბები