07 ივნისი 2020,   06:31
ვრცლად
წყალტუბოს საკარანტინე სივრცე 74-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინე სივრცე 74-მა მოქალაქემ დატოვა. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინე ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 

სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინე ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სტუმრების საკარანტინე ზონიდან სახლამდე ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. 

კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  საკარანტინე ზონები 85 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5500-მდე ადამიანია განთავსებული, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 

საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.    

                                          

დღის ამბები