06 ივნისი 2020,   14:47
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ვირუსის სიმპტომით კლინიკაში მოქალაქეები გუშინ შევიდნენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ. რაც შეეხება ინფიცირებულ 2 პაციენტს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას განაგრძობენ.

დღის ამბები