07 ივნისი 2020,   02:38
ვრცლად
მარნეულში სიტუაცია დამაკმაყოფილებელი და კონტროლირებადია - თამაზ ნავერიანი

მარნეულში სიტუაცია დამაკმაყოფილებელი და კონტროლირებადია. ამის შესახებ განცხადება მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა გააკეთა.

მუნიციპალიტეტი, რომელიც წითელ ზონად გამოცხადდა, საგანგებო რეჟიმში უკვე 11-ე დღეა იმყოფება.

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი დამატებით 5 ათასმა ადამიანმა გაიარა და მათ არანაირი გართულება არ აღენიშნებათ. უმრავლესობის დეპუტატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

"5 ათასმა ადამიანმა გაიარა თერმოსკრინინგი, აქედან გართულების გარეშეა პრაქტიკულად ყველა. გრძელდება ბიზნესსექტორის დახმარება დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მოაქვთ შემოწირულობები და გაჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება. მარნეულში უკვე დღევანდელი სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ხალხი ქუჩაში პრაქტიკულად აღარ დადის," - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

დღის ამბები