07 ივნისი 2020,   03:32
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

უცვლელია ვითარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. აკვირდებიან 45 პაციენტს.

რეანიმაციაში კვლავ ორი პაციენტი რჩება, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან ჩამოიყვანეს, შედარებით გაუმჯობესდა.

"გუშინ 14 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ყველას აღმოაჩნდა ნეგატიური ტესტი. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები