06 ივნისი 2020,   21:30
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა 

COVID-19-ით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში მკურნალობს, კიდევ უფრო დამძიმდა.

მას ორმხრივი პნევმონია აქვს და მართვით სუნთქვაზეა.

საშუალო სიმძიმისაა 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი 3 ინფიცირებულის შემთხვევაში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სულ აჭარაში 8 ინფიცირებული მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგუშაგოებზე ავტომობილებში მგზავრთა დისტანცირება მკაცრად კონტროლდება, შემოწმების შემდეგ მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

დაიწყო ავტომობილების დეზინფექციაც. გამოვლინდა კომენდანტის საათის დარღვევის რამდენიმე ფაქტი.

დღის ამბები