07 ივნისი 2020,   09:23
ვრცლად
უცხოეთის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები გრძელდება

უცხოეთის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები გრძელდება. 

ხვალ ვარშავა-თბილისის გარდა რეისი ბერლინიდანაც შესრულდება. 4 აპრილს კი ავიაკომპანია Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებს უკვე ლონდონიდან ჩამოიყვანს.

7 აპრილს ათენი-თბილისი, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისის რეისები შესრულდება.

შეგახსენებთ, თბილისში ბურგასიდან ჩამოფრინდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქე იყო. ყველა მათგანი აეროპორტიდან 14 დღიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს.

დღის ამბები